გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 14. უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებები

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს შეუძლია, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლში მითითებული უზრუნველყოფის საერთო ღონისძიებებისა, ვალაუვალი მოვალის მიმართ განახორციელოს შემდეგი განსაკუთრებული ღონისძიებები: ა) ვალაუვალი მოვალის იძულებით მიყვანა სასამართლოში იმ მონაცემების წარდგენის მიზნით, რომელთა მიწოდების ვალდებულებაც მას ამ კანონით ეკისრება; ბ) საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილების დაკავება და გაკოტრების მმართველისათვის მათი გადაცემა.

2.საქმის გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ შეიძლება განახორციელოს უზრუნველყოფის სხვა განსაკუთრებული ღონისძიებებიც.

3.გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებული ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207207¹31363²⁷198572381418104575814
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…დეპოზიტების დაზღვევის …