1.სამომრიგებლო წინადადებების კენჭისყრისათვის კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი ძირითადი სხდომის გამართვის შემდეგ და საბოლოო განაწილებაზე ნებართვის გაცემამდე უნდა გაიმართოს კრედიტორთა კრება (სამომრიგებლო სხდომა). შესამოწმებელი და სამომრიგებლო სხდომები შეიძლება ჩატარდეს ერთად. წინადადება ეცნობება ყველა მონაწილეს არა უგვიანეს სამომრიგებლო სხდომაზე მიწვევისა.
2.სამომრიგებლო წინადადების მისაღებად საჭიროა შესაბამისად როგორც უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორების ჯგუფის, აგრეთვე არაპირიველეგირებული კრედიტორების ჯგუფის ხმათა უბრალო უმრავლესობა. თანხმობის მიმცემმა კრედიტორებმა უზრუნველყოფილ და პრივილეგირებულ ჯგუფში უნდა მოაგროვონ მოთხოვნათა მოცულობის 2/3 მაინც, ხოლო არაპრიველეგირებულ კრედიტორთა ჯგუფში კი არანაკლებ 3/4. წერილობითი თანხმობა უთანაბრდება დასწრების განაცხადს, თუ იგი კენჭისყრის დასაწყისში იქნება წარდგენილი.
3.საგაკოტრებო მორიგება უნდა დამტკიცდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოუსმინონ ვალაუვალ მოვალეს. დამტკიცებაზე უარი ითქმება, თუ მორიგება არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, კერძოდ, იგი არაკეთილსინდისიერი გზით არის დადებული, კრედიტორთა ნაწილს აყენებს გაუმართლებელ ზარალს ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების გამო.

