ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 24. საბაზისო აქტივების კრიტერიუმები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ავთანდილ კუჭავა

1.მოთხოვნები, რომელთა სეკიურიტიზაციაც ხორციელდება, უნდა იყოს ნამდვილი და აღსრულებადი.

2.ინიციატორმა და თავდაპირველმა კრედიტორმა იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ, რომელთა სეკიურიტიზაციაც განხორციელდება, უნდა გამოიყენონ ისეთივე მკაფიოდ განსაზღვრული და ჯანსაღი კრიტერიუმები, როგორსაც სხვა სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ იყენებენ. ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს ამ პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცესების დასანერგად უნდა ჰქონდეთ ეფექტიანი სისტემები, რათა უზრუნველყონ მოვალის გადახდისუნარიანობის სრულყოფილი შეფასება და ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინება, რომლებზე დაყრდნობითაც მოწმდება მოვალის მიერ სასესხო/საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნებზე, რომლებიც ინიციატორის მიერ მათი მესამე პირისგან შეძენის დროს უმოქმედო იყო. ასეთ შემთხვევაში ინიციატორმა უნდა უზრუნველყოს ამ მოთხოვნების შერჩევისა და შეფასების ჯანსაღი სტანდარტების გამოყენება.

4.თუ ინიციატორი მესამე პირისგან შეიძენს მოთხოვნებს და ახორციელებს მათ შემდგომ სეკიურიტიზაციას, მან უნდა გადაამოწმოს, რომ პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობდა თავდაპირველი შეთანხმების დადებაში, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82³721¹28652610512175023182224
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…დაზღვევის შესახებიპოთეკით დაცული ობლიგა…სააღსრულებო წარმოებათა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა