Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 224

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 224. მნიშვნელოვანი გარიგების დადების წესი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:შერწყმა და შეძენასაავტორო უფლებების ლიცენზირებავაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია მნიშვნელოვანი გარიგების დადებამდე მიიღოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან საერთო კრების თანხმობა, იმის მიხედვით, თუ როგორ ანაწილებს ასეთი გარიგების დადების თანხმობისთვის ორგანოთა შორის კომპეტენციას კანონი ან წესდება.

2.თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმ მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ღირებულება შეადგენს სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 25-დან 50 პროცენტამდე, იღებს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ან საერთო კრება, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი ან საერთო კრება.

3.იმ მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ღირებულება შეადგენს სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50 პროცენტზე მეტს, იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმ პირის თაობაზე, რომელიც ამ გარიგების მხარეა, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული გარიგების ღირებულების, საგნისა და სხვა არსებითი პირობების შესახებ.

5.თუ მნიშვნელოვანი გარიგება შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგების ნიშნებს, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონით ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგებისთვის დადგენილი ნორმები.

6.მნიშვნელოვანი გარიგება, რომლის მიმართ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი ნორმები ქონების ღირებულების განსაზღვრის ან თანხმობის გაცემის წესის შესახებ, საცილოა იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მეორე მხარემ იცოდა, რომ ეს გარიგება მნიშვნელოვანი გარიგების დადებისთვის დადგენილი წესების დარღვევით დაიდო.

7.თუ სააქციო საზოგადოება რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში სააქციო საზოგადოების აქციონერისგან შეიძენს აქტივს, რომლის ღირებულება შეადგენს საკუთარი განთავსებული კაპიტალის არანაკლებ 10 პროცენტს, ამ გარიგებასთან დაკავშირებით უნდა შედგეს დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში. ეს ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის 152-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად. იგი უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარიგება დაიდო სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში ან საფონდო ბირჟაზე განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 223შემდეგი მუხლი 225

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეალტის მოლაპარაკება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შერწყმის კონტროლის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • OTC გარიგებების ორგანიზება დიდი მოცულობისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 152

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 208ინტერესთა კონფლიქტი
  • 223მნიშვნელოვანი გარიგება
  • 198საერთო კრების მიმდინარეობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 934საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება
  • 58¹მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადება
  • 103ცნება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 16¹ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 11ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისა და შეტყობინების ვალდებულება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 26შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 35კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 115უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16¹2693458¹1038¹1153515220822319811224
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…კომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026