1.რეაბილიტაციის გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს მოვალის ლიკვიდურობის აღდგენისათვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე ვალების დაფარვის ვადები. რეაბილიტაციის გეგმაში ნებისმიერი ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს კრედიტორთა კრების ან კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით.
2.რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ფინანსურ-ეკონომიკურ და რეორგანიზაციულ ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და რეაბილიტაციის მიზანს. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

