1.რეაბილიტაციის მმართველის გასამრჯელო გადაიხდება მოვალის ქონებიდან. გასამრჯელოს ოდენობას და გადახდის წესს განსაზღვრავენ კრედიტორები, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს.
2.გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველს აუნაზღაურდება შესაბამისი ხარჯები.
3.რეაბილიტაციის მმართველს შეიძლება მიეცეს პრემია მისი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

