Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 50

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 50. მმართველის დანიშვნა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:გაკოტრება და კორპორატიული დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო ამ კანონით დადგენილი წესით შერჩეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისთანავე ატყობინებს რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნისა და მისი მმართველად დანიშვნის თაობაზე. ამ შეტყობინებას უნდა ერთოდეს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

2.მმართველი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას: ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე: ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით; ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას; ა.გ) რომლის ღირებულება (რამდენიმე გარიგების შემთხვევაში − მათი ჯამური ღირებულება) მოვალის წინა წლის ბრუნვის 30 პროცენტს აღემატება; ბ) ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს ანგარიშებს და მათ სასამართლოს წარუდგენს; გ) ანგარიშების შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს; დ) ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს; ე) უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს ინფორმაცია მისი ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. მმართველს ასევე უფლება აქვს, მოვალეს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; ვ) ეძებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას; ზ) კრედიტორებს დაუყოვნებლივ ატყობინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. ამ შეტყობინებაში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტორებს აქვთ უფლება, ამ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები; თ) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მათ შორის, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით დადგენილი წესით საწარმოს მართვის უფლება: თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; თ.ბ) აშკარად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას; თ.გ) თავს არიდებს საქართველოს კანონმდებლობით ან მისი წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.

3.მმართველის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს, ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადება სასამართლოს წარუდგინოს. მას გამოაქვს განჩინება მოვალის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ან მოვალის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 51

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადახდის უძლურობის欺诈5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 51გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა
  • 99გაკოტრების მმართველის დანიშვნა
  • 64რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველობის საკითხის გადაწყვეტა

დაზღვევის შესახებ

  • 33⁴მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 79მმართველი
  • 78სეკვესტრი
  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 207¹მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა
  • 207გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა გადახდისუუნარობისას
  • 205უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას

მეწარმეთა შესახებ

  • 51ზრუნვის მოვალეობა განსაკუთრებულ ვითარებაში

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 46¹კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207¹20720579781846¹33⁴525199645150
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…მეწარმეთა შესახებელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024