გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 25⁷. რეაბილიტაციის დასრულება და შეწყვეტა

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეაბილიტაცია დასრულდება, თუ მიღწეული იქნება რეაბილიტაციის მიზანი. სასამართლო იღებს განჩინებას რეაბილიტაციის დასრულების შესახებ.

2.რეაბილიტაციის მმართველს შეუძლია სასამართლოსაგან მოითხოვოს რეაბილიტაციის შეწყვეტა, თუ იგი წარადგენს შესაბამის დასკვნას რეაბილიტაციის მიზნის მიუღწევლობის შესახებ და კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას მისი შეწყვეტის თაობაზე.

3.თუ რეაბილიტაციის განხორციელებისას ან რეაბილიტაციის მმართველის მიერ ირღვევა მოვალის ან კრედიტორის უფლებები, მათ შეუძლიათ სასამართლოსაგან მოითხოვონ რეაბილიტაციის გეგმის გადასინჯვა ან რეაბილიტაციის შეწყვეტა. სასამართლო განცხადებას განიხილავს მიმართვიდან 10 დღის ვადაში და მიიღებს შესაბამის განჩინებას.

4.თუ რეაბილიტაცია შეწყდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სასამართლო იმავე განჩინებით ადგენს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას. სასამართლოს ამ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41 თავი მეოთხე გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82207207¹26²343633⁵267²62969525⁷
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საგადასახადო დავალიანე…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…დაზღვევის შესახებ