1.შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ მან შუამავლობის შედეგად მიიღო სესხი. შემკვეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ დადებული შეთანხმება ბათილია.
2.სასესხო მაკლერს არ შეუძლია მოითხოვოს სხვა გასამრჯელო, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულისა, იმ მოქმედებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სესხის აღების შუამავლობასთან.







