1.კრედიტორმა გაკოტრების განცხადებაში უნდა მიუთითოს ის სასამართლო, რომელსაც წარედგინება გაკოტრების განცხადება, თავისი სახელი (სახელწოდება), იურიდიული მისამართი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, აგრეთვე მოვალის სახელი (სახელწოდება) და იურიდიული მისამართი და დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძველი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის არსებობა.
2.კრედიტორმა გაკოტრების განცხადებას უნდა დაურთოს თავისი მოთხოვნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3.მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ გაკოტრების განცხადება სასამართლოში უნდა შეიტანოს გადახდის ვალდებულების დადგომიდან არა უგვიანეს სამი თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ ამ ვადაში უკვე შეტანილია სასარჩელო განცხადება. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

