გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 7. გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოება

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღებიდან 45 დღის ვადაში სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რისთვისაც შეუძლია აგრეთვე დაკითხოს მოწმეები, მოიწვიოს ექსპერტები და მოუსმინოს მოვალეს. სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით ეს ვადა გააგრძელოს ერთი თვით. ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ორჯერ.

2.სასამართლომ მოწვეულ ექსპერტს შეიძლება დაავალოს, დაადგინოს: ა) არსებობს თუ არა გაკოტრების საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად; ბ) საკმარისია თუ არა მოვალის ქონება წარმოების ხარჯების დასაფარავად ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად; გ) შეიძლება თუ არა შედეგიანად გაგრძელდეს მოვალის საწარმოს საქმიანობა თუ საჭიროა საწარმოს დახურვა.

3.სასამართლომ უნდა იზრუნოს, რომ გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას მოვალის ქონება არ შემცირდეს მოვალის, მისი კრედიტორების ან მესამე პირების მიერ. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლომ შეიძლება დანიშნოს აგრეთვე გაკოტრების დროებითი მმართველი. გაკოტრების დროებითი მმართველი ზედამხედველობას უწევს მოვალის ქონებას და ამ ქონებასთან დაკავშირებულ მოვალის ქმედებებს. მოვალეს გაკოტრების დროებით მმართველთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს განკარგოს ქონება. დადგენილება, რომლის საფუძველზედაც მოვალეს ეზღუდება ქონების განკარგვის უფლება და იგი გადაეცემა გაკოტრების დროებით მმართველს, უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

4.გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დროებით შეჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების განხორციელება არ დაიშვება. ეს განჩინება უნდა ჩაბარდეს მოვალეს, განმცხადებელ კრედიტორსა და სააღსრულებო ორგანოს. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207¹26²21³3633⁴33⁵281363¹⁶309³¹10699967
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…