Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 45

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 45. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:გაკოტრება და კორპორატიული დანაშაულებიგადახდისუუნარობის საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს: ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); გ) განმცხადებლის სტატუსი, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) განმცხადებლის წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისამართი, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებლის წარმომადგენელს შეაქვს; ე) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ვ) არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია; ზ) იმის დასაბუთება, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს; თ) მოთხოვნა ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

2.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის ცნობილია განმცხადებლისთვის): ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს; ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ; გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ; დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

3.თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ; გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა; დ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; ე) გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალი. მიეთითება საბალანსო  ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხების შესახებ ინფორმაცია; ვ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; ზ)  ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; თ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია; ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მას სურს გაკოტრება/აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

4.თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში კრედიტორს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) გაკოტრების რეჟიმის მიმართ საკუთარი ინტერესის დასაბუთება; ბ) მოვალისთვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა და თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალის პარტნიორების თანხმობა საჭიროებს მათი არანაკლებ 75 პროცენტის მხარდაჭერას, თუ მისი წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6.თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

7.თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში რეაბილიტაციის მმართველს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) მიმდინარე რეაბილიტაციის რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაცია; ბ) რეაბილიტაციის მმართველის საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია; გ) რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ სასამართლოს განჩინების ასლი; დ) გაკოტრების შესახებ განცხადების წარდგენის არსებული ვითარების შესაფერისად მიჩნევის მიზეზის შესახებ ინფორმაცია.

8.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.

წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადახდის უძლურობის欺诈4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრედიტორის უფლებები გაკოტრებისას1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 43მუხლი 57

მიუთითებენ მასზე

მუხლი 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 44გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით
  • 51გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა
  • 14კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი

დაზღვევის შესახებ

  • 33⁴მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 6პირის გადახდისუუნარობის დადგენა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 205უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁴განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363¹⁵განცხადების შინაარსი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 22²გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა

მეწარმეთა შესახებ

  • 51ზრუნვის მოვალეობა განსაკუთრებულ ვითარებაში

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 23შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2320591⁴633⁴363¹⁵7¹22²4357484451145145
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებიურიდიული დახმარების შ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო