გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 6¹. მოვალის განცხადება გაკოტრების შესახებ

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოვალემ გაკოტრების განცხადებაში უნდა მიუთითოს ის სასამართლო, რომელსაც წარედგინება გაკოტრების განცხადება, თავისი სახელი (სახელწოდება), იურიდიული მისამართი, აგრეთვე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და გაკოტრების საფუძველი და ამავე განცხადებით უნდა მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

2.მოვალემ გაკოტრების განცხადებას უნდა დაურთოს: ა) კრედიტორთა ნუსხა არსებული ვალდებულებების და კრედიტორების სახელების (სახელწოდებების) და იურიდიული მისამართების მითითებით; ბ) მოვალეთა ნუსხა არსებული მოთხოვნების და მოვალეების სახელების (სახელწოდებების) და იურიდიული მისამართების მითითებით; გ) მოვალის ქონების, მათ შორის, დაგირავებული, გაქირავებული და იჯარით აღებული ქონების, ნუსხა ცალკეული ობიექტების შეფასებითი ღირებულებების, აგრეთვე მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობის, ამ ანგარიშების რეკვიზიტების და ბანკების მისამართების მითითებით; დ) მოვალის სადამფუძნებლო დოკუმენტები.

3.მოვალემ წერილობით უნდა დაადასტუროს მის მიერ გაკოტრების სასამართლოსათვის წარდგენილი ნუსხების სისწორე და სისრულე. მოვალეს უნდა განემარტოს, რომ შეგნებულად არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.თუ გაკოტრების განცხადება არ არის ხელმოწერილი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირის ან პერსონალურად პასუხისმგებელი ყველა პარტნიორის მიერ, მაშინ განმცხადებელმა დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძვლის არსებობა, ხოლო გაკოტრების სასამართლომ უნდა მოუსმინოს ამ პირებს. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93207¹20783421833⁴33⁵309³¹45991006¹
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…