Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 31

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 31. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12356789101112

1.სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით ამოწმებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობას.

2.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუშვებლად მიიჩნევა და არსებითად არ განიხილება, თუ: ა) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) არსებობს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყანა; გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრი შეიტანს განცალკევებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას მას შემდეგ, რაც იგი თანხმობას განაცხადებს, რომ მისი საქმე განხილულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფარგლებში, და არ არსებობს მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა მის მიერ განცალკევებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას; ე) დაკმაყოფილებული არ არის ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის დასადგენად უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით ტარდება ანკეტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, ანკეტირებისას წარმოადგინოს თავისი მოსაზრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების შესახებ. [ 3 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება არ ტარდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით.

5.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.

6.დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ჩაბარებამდე.

7.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მისი ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული აქტის ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

9.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.

10.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.

11.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე − დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.

12.უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ სამინისტრო იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (მისი არსებობის შემთხვევაში). თავშესაფრის მაძიებელს სამგზავრო დოკუმენტი უბრუნდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. [ 11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე − დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მისაღებად უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი პირადად უნდა გამოცხადდეს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში.

12.უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ სამინისტრო იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს სამგზავრო დოკუმენტი უბრუნდება პირადად სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 13. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლისთვის წარმოშობს ამ კანონის 66-ე და 67-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს.

14.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით ამოწმებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობას. 2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუშვებლად მიიჩნევა და არსებითად არ განიხილება, თუ: ა) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) არსებობს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყანა; გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრი შეიტანს განცალკევებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას მას შემდეგ, რაც იგი თანხმობას განაცხადებს, რომ მისი საქმე განხილულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფარგლებში, და არ არსებობს მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა მის მიერ განცალკევებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას; ე) დაკმაყოფილებული არ არის ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის დასადგენად უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით ტარდება ანკეტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, ანკეტირებისას წარმოადგინოს თავისი მოსაზრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების შესახებ. [ 3 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება არ ტარდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით. 5. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით. 6. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ჩაბარებამდე. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მისი ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული აქტის ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით. 11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე − დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. 12. უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ სამინისტრო იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (მისი არსებობის შემთხვევაში). თავშესაფრის მაძიებელს სამგზავრო დოკუმენტი უბრუნდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. [ 11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე − დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მისაღებად უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი პირადად უნდა გამოცხადდეს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში. 12. უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ სამინისტრო იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს სამგზავრო დოკუმენტი უბრუნდება პირადად სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 13. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლისთვის წარმოშობს ამ კანონის 66-ე და 67-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს. 14. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

4
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
1
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30მუხლი 35მუხლი 52მუხლი 66მუხლი 67მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25მუხლი 35მუხლი 33მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 32საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა
  • 35საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირება
  • 30ძირითადი პროცედურული სტანდარტები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 27საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ანკეტირება
  • 45განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები
  • 30საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁶საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით
  • 54¹უცხოელის მიმალვის საფრთხე

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 9უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁶52¹27453041¹3035526667825333231
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026