Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 34¹

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 34¹. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საფუძველი და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ექსტრადიციასაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლისაცხოვრებელი ქირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456

1.პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.

1¹.გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელებაზე პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის შემდეგ მხედველობაში არ მიიღება მის მიმართ მიმდინარე, საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია.

2.თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავება მოითხოვება ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან განიხილონ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საკითხი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

3.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ძებნილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) პირის დაკავების მომთხოვნი ორგანო; გ) ძებნილი პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ან აღსრულებას დაქვემდებარებული განაჩენის არსებობა; დ) მითითება იმის თაობაზე, რომ პირის ძებნა ექსტრადიციის მიზნით ხორციელდება; ე) დანაშაულის ხასიათი და სამართლებრივი აღწერილობა; ვ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო და ძებნილი პირის ჩართულობის ხარისხი; ზ) შესაძლებლობის ფარგლებში, ინფორმაცია დანაშაულის შედეგების შესახებ; თ) ინფორმაცია პირის ექსტრადიციის შემთხვევაში მოსალოდნელი მაქსიმალური სასჯელის ან საბოლოო განაჩენით დადგენილი სასჯელის შესახებ; ი) განაჩენის არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია იმის თაობაზე, აღსრულდა თუ არა განაჩენი რომელიმე ნაწილში და გამოტანილ იქნა თუ არა განაჩენი დაუსწრებლად; კ) ინფორმაცია ხანდაზმულობის ვადის და მისი დინების შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე.

4.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის საკმარისი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია და დაადგინონ ამ ინფორმაციის წარმოდგენის ვადა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ამ კანონის 34 2 მუხლით განსაზღვრული ვადები.

6.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ძებნილი პირის ექსტრადიცია შესაძლებელია ასევე განხორციელდეს, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №866 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. 1 1 . გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელებაზე პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის შემდეგ მხედველობაში არ მიიღება მის მიმართ მიმდინარე, საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია. 2. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავება მოითხოვება ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან განიხილონ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საკითხი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ძებნილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) პირის დაკავების მომთხოვნი ორგანო; გ) ძებნილი პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ან აღსრულებას დაქვემდებარებული განაჩენის არსებობა; დ) მითითება იმის თაობაზე, რომ პირის ძებნა ექსტრადიციის მიზნით ხორციელდება; ე) დანაშაულის ხასიათი და სამართლებრივი აღწერილობა; ვ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო და ძებნილი პირის ჩართულობის ხარისხი; ზ) შესაძლებლობის ფარგლებში, ინფორმაცია დანაშაულის შედეგების შესახებ; თ) ინფორმაცია პირის ექსტრადიციის შემთხვევაში მოსალოდნელი მაქსიმალური სასჯელის ან საბოლოო განაჩენით დადგენილი სასჯელის შესახებ; ი) განაჩენის არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია იმის თაობაზე, აღსრულდა თუ არა განაჩენი რომელიმე ნაწილში და გამოტანილ იქნა თუ არა განაჩენი დაუსწრებლად; კ) ინფორმაცია ხანდაზმულობის ვადის და მისი დინების შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის საკმარისი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია და დაადგინონ ამ ინფორმაციის წარმოდგენის ვადა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ამ კანონის 34 2 მუხლით განსაზღვრული ვადები. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ძებნილი პირის ექსტრადიცია შესაძლებელია ასევე განხორციელდეს, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №866 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
რედაქციების შედარება

1. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. 2. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავება მოითხოვება ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან განიხილონ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საკითხი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ძებნილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) პირის დაკავების მომთხოვნი ორგანო; გ) ძებნილი პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ან აღსრულებას დაქვემდებარებული განაჩენის არსებობა; დ) მითითება იმის თაობაზე, რომ პირის ძებნა ექსტრადიციის მიზნით ხორციელდება; ე) დანაშაულის ხასიათი და სამართლებრივი აღწერილობა; ვ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო და ძებნილი პირის ჩართულობის ხარისხი; ზ) შესაძლებლობის ფარგლებში, ინფორმაცია დანაშაულის შედეგების შესახებ; თ) ინფორმაცია პირის ექსტრადიციის შემთხვევაში მოსალოდნელი მაქსიმალური სასჯელის ან საბოლოო განაჩენით დადგენილი სასჯელის შესახებ; ი) განაჩენის არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია იმის თაობაზე, აღსრულდა თუ არა განაჩენი რომელიმე ნაწილში და გამოტანილ იქნა თუ არა განაჩენი დაუსწრებლად; კ) ინფორმაცია ხანდაზმულობის ვადის და მისი დინების შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის საკმარისი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიანუფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგანორგანოსგან გამოითხოვონგამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და დაადგინონდაადგინოს ამ ინფორმაციის წარმოდგენის ვადა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ამ კანონის 34 2 მუხლით განსაზღვრული ვადები. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ძებნილი პირის ექსტრადიცია შესაძლებელია ასევე განხორციელდეს, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 34²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ექსტრადიციის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსტრადიციის სმენის წარმოდგენა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერპოლის წითელი შენიშვნის ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გამოსახლების პროცედურებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-07
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30მუხლი 34²

მიუთითებენ მასზე

მუხლი 36მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34²პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია
  • 34ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი
  • 36ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 71საქართველოს პროკურატურა
  • 24საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 80საქართველოს პროკურატურა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 51უცხოელის საქართველოდან გაძევება
  • 52უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31¹უცხოელის საქართველოდან გაძევება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 14მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 121გამარტივებული ტრანზიტის პროცედურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1431¹2034²36303234515271241218034¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025