Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებმუხლი 13

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 13. საშენი და მისი საქმიანობის ფარგლები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025
თემები:სპორტული ორგანიზაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას ახორციელებს საშენი.

2.საშენი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოქმედების ვადაა 3 წელი. აღნიშნული რეგისტრაციის საფასურს ადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო.

4.საშენის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა განთავსდეს მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.

5.სანაშენე ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველყოფის მიზნით საშენი ვალდებულია: ა)  ჰყავდეს კინოლოგი/ფელინოლოგი; ბ) შეასრულოს ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი ცხოველის მოშენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; დ) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება; ე) მოაწყოს ცხოველის განსათავსებელი ღია და დახურული სივრცეები, უზრუნველყოს მათი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; ვ) მოაწყოს შესაბამისი სივრცე ნაყარის მიღების შემთხვევაში; ზ) უზრუნველყოს სანაშენე ცხოველის და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება; თ) უზრუნველყოს სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოება; ი) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა; კ) უზრუნველყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.

6.საშენი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

7.საშენი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული საქმიანობა.

8.საშენი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, სანაშენე ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ცხენოსნობის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივლ. 2025

  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15მუხლი 16მუხლი 17

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 17მუხლი 23მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 17პატრონიანი ცხოველის მოშენება და პოპულაციის მართვა
  • 15რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები
  • 7მეპატრონე

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 62ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზანი
  • 63ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 103³„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა
  • 103„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მოთხოვნების დარღვევა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 17
  • 47

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 38კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 63პასუხისმგებლობის საფუძვლები
  • 12¹ვეტერინარული მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
103³103174763386263151716142324713
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…საქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს ადმინისტრა…ცხოველთა და მცენარეთა …ნარკოტიკული საშუალებებ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივლ. 2025 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026