Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებმუხლი 14

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 14. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და მისი საქმიანობის ფარგლები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025
თემები:სპორტული ორგანიზაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიზნით ცხოველთა მართვის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას, ცხოველის წვრთნას, სოციალიზაციას, ქცევის კორექციას, სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას, ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის გაცემას, ცხოველების გამოფენის ორგანიზება-ჩატარებასა და სხვა სახის მომსახურებას უზრუნველყოფს კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია ჰყავდეს კინოლოგი/ფელინოლოგი.

3.კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

4.კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებას უფლება არ აქვს, მომსახურება გაუწიოს ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

5.ცხოველის კეთილდღეობის დაცვის მიზნით კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას; ბ) ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ ცნობის გაცემას; გ) სხვადასხვა ჯიშის ცხოველების დატვირთვას მათი ფიზიკური მახასიათებლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; დ) ცხოველის მოვლა-პატრონობასთან, მოშენებასთან, კვებასთან, სელექციასთან, ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, აგრეთვე ქცევის შესწავლასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას; ე) შესაბამის საწვრთნელ სივრცეში ცხოველის წვრთნას (ინდივიდუალური და სპორტული წვრთნა), სოციალიზაციას, ქცევის კორექციას; ვ) ცხოველის მდგომარეობის შეფასებასა და გადამეტებული აგრესიის დადგენას; ზ) ცხოველების გამოფენის ორგანიზება-ჩატარებას; თ) სასწავლო კურსებისა და მოდულების ორგანიზება-ჩატარებას.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობად არ ჩაითვლება ის დოკუმენტი, რომელშიც მითითებული არ არის ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ.

7.კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში თავის ტერიტორიაზე მოაწყოს საშენი ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით.

8.კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია  შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით.

9.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლის მომსახურებაზე.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ცხენოსნობის სამართალისერვისის გვერდი
  • ცხოველთა გარიგებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-09

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 13საშენი და მისი საქმიანობის ფარგლები
  • 10ცხოველის ვეტერინარული მომსახურება
  • 16ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 12¹ვეტერინარული მოთხოვნები
  • 22სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში
  • 26²ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 34ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის
  • 62სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე
  • 10საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 36მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

მუზეუმების შესახებ

  • 14სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 6სააგენტოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143634621012¹2226²61324101614
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…სურსათის/ცხოველის საკვ…ცხოველთა სამყაროს შესა…საზოგადოებრივი ჯანმრთე…მუზეუმების შესახებშვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივლ. 2025