„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 2

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და გაუქმდეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის/მოადგილეების თანამდებობები. აღნიშნული თარიღიდან შეწყდეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებები, საქართველოს  ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომლის უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, აგრეთვე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში).

2.საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, მის მოადგილეს/მოადგილეებს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრიდან შეუწყდებათ უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, 2026 წლის 1 იანვრიდან 1 თვის განმავლობაში მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია, თუ აღნიშნული პირი ამ მუხლის ამოქმედებიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში არ დაიწყებს ანაზღაურებად საქმიანობას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამ კომპენსაციის ოდენობაა შესაბამისი პირისთვის ბოლოს განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს სამმაგი ოდენობა.

3.2025 წლის 31 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფმა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა 2026 წლის 1 იანვრიდან დაიკავოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა და განახორციელოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება.

4.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაციის 2026 წლის 1 იანვრიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15²21²7784⁶11513¹ (…84¹3731503322
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საერთო სასამართლოების …ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…სახელმწიფო კომპენსაციი…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა