ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 12. ფაქტორინგის ხელშეკრულების რეგისტრაცია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება, მიმართოს საჯარო რეესტრს ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად.

2.დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე საკუთრების უფლება ძალაშია მისი ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3.ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით.

4.წერილობითი შეთანხმება ბათილია, თუ ამ შეთანხმების შედეგად მყიდველის საკუთრებაში გადადის ის დებიტორული დავალიანება, რომელზეც ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁴142892591139131813919312
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…ფაქტორინგის შესახებნოტარიატის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა