ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 9. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაცია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ კომპანიად, თუ მას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში აქვს მოთხოვნის უფლება ერთდროულად სულ მცირე 5 დებიტორულ დავალიანებაზე.

2.პირს უფლება აქვს, განახორციელოს ფაქტორინგი მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის შემდეგ.

3.ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრირებული ფაქტორინგული კომპანიების შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საწარმოთა რეორგანიზაციასთან, შერწყმასთან ან/და დებიტორული დავალიანების „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გარიგების სპეციფიკისა და შინაარსის გათვალისწინებით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულებიდან გამონაკლისი შემთხვევები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72920⁴52⁸16546 (დ…515333769
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…საგადახდო სისტემისა და…სარეგისტრაციო მოსაკრებ…საქართველოს ეროვნული ბ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა