საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 52⁸. ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებსა და ფაქტორინგული პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს; დ) შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია; ე) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები; ზ) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას დააკისროს ფულადი ჯარიმა, ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება; თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალის  ფორმირების წესი და ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის ოდენობა და მისი ფორმირების წესი.

2.ეროვნული ბანკის მიერ ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და მისი დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

4.ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებული არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.

5.ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმაში პირების შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სხვა პირებს პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.

6.სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი IX. (ამოღებულია) საქართველოს 2014 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2009 – 1 იან. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
505252⁴4219782653271132752⁸
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…საგადახდო სისტემისა და…საინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა