აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 24. უსკოს

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

აპარატი 1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციულ , სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უსკოს აპარატი .

2.უსკოს აპარატის სტრუქტურა , საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება უსკოს რეგლამენტით .

3.თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი , დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება , რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი , გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა .

4.იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს , რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი , დადგენილებით განსაზღვრავს უსკო . საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს , რომელიც აკმაყოფილებს „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 29- ე მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნებს .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1191222914614112197172912232224
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …საჯარო სამსახურის შესა…აფხაზეთის ავტონომიური …პენიტენციური კოდექსიაჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა