აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 53. დამკვირვებლის

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

უფლებები 1. დამკვირვებელს უფლება აქვს : ა ) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს ; ბ ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში , შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად , დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან ; გ ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი დამკვირვებელი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს ( არსებობის შემთხვევაში ); დ ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ ; ე ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას , საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად ; ვ ) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს ; ზ ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს ; თ ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს ; ი ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში , რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას ; კ ) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას ; ლ ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართოს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადებით / საჩივრით , რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას ; მ ) მოსთხოვოს ამომრჩეველს , უჩვენოს , რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში ; ნ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება ; ო ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს , საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას , საარჩევნო ყუთების გახსნას , საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას ; პ ) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს , შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები .

2.დამკვირვებელს უფლება არა აქვს : ა ) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ; ბ ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე ; გ ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ; დ ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი ; ე ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე ; ვ ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები .

3.ადგილობრივი / საერთაშორისო დამკვირვებლის , საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისთვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო , ადმინისტრაციული ან / და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით .

4.დამკვირვებლის , საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “–„ დ “ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მათთვის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას .

5.საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისთვის , რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით , მათ შორის , საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს .

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
212425231111462944543351553
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…გენდერული თანასწორობის…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა