Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 8

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 8. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.

2.სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი, ამ წესების შესაბამისად, ვალდებულია შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).

3.მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.

4.მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე, შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა; ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ან სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და ქსელის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა); გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ელემენტებიდან სასმელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8-საათიან მოხმარებაზე გამრავლებით; დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან სამელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8-საათიანი მოხმარებით.

5.უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.

6.მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. 2. სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი, ამ წესების შესაბამისად, ვალდებულია შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). 3. მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. 4. მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე, შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა; ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ან სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და ქსელის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა); გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ელემენტებიდან სასმელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8-საათიან მოხმარებაზე გამრავლებით; დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან სამელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8-საათიანი მოხმარებით. 5. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება. 6. მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 2 სექ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 სექ. 2015

    მე-8 მუხლის პირველ პუნქტში უკანონო მოხმარებას დაემატა შეწყვეტილი მიწოდების თვითნებური აღდგენა; მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გამოთვლის პერიოდი 1 თვიდან 3 თვემდე გაიზარდა და შესწორდა მართლწერა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7¹შემდეგი მუხლი 8¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წყლის გაშუქების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 სექ. 2015
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 8¹წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობა და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 7სასმელი წყლის მიმწოდებლის ვალდებულებები და სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება
  • 20მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 9ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 21საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
  • 13დავის განხილვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 149სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა
  • 228³სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

წყლის შესახებ

  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები
  • 76წყლის და მისი გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა
  • 68წყლის დაცვისა და გამოყენების ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
149228³5376688¹72092113138
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…საქართველოს ადმინისტრა…წყლის რესურსების მართვ…წყლის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026