Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 142

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 142. ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის არსებობით ან ქსელის მოვლა-პატრონობასთან ანდა ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით.

2.ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ბუნებრივი გაზის სისტემაში ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად. ასეთი შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბუნებრივი გაზის შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ.

3.ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის შესაბამისად. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადების დაცვით.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეზღუდვის გარეშე, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებმა შესაძლოა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას ან/და ბუნებრივი გაზის მიწოდების ხარისხის გაუარესებას, თუ შესაბამისი მომხმარებელი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, რომელმაც შესაძლოა ბუნებრივი გაზის სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ბუნებრივი გაზის სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე.

5.გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც საშუალებას არ აძლევს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, შევიდეს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად, შესაკეთებლად ან შესამოწმებლად.

6.ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელებით ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების წესებით.

7.ამ მუხლით დადგენილი პირობები არ ზღუდავს ამ კანონის 113-ე მუხლის შესაბამისადშესაბამისი საბოლოო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის გადაცემასთან, განაწილებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის არსებობით ან ქსელის მოვლა-პატრონობასთან ანდა ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით. 2. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ბუნებრივი გაზის სისტემაში ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად. ასეთი შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბუნებრივი გაზის შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. 3. ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის შესაბამისად. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეზღუდვის გარეშე, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებმა შესაძლოა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას ან/და ბუნებრივი გაზის მიწოდების ხარისხის გაუარესებას, თუ შესაბამისი მომხმარებელი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, რომელმაც შესაძლოა ბუნებრივი გაზის სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ბუნებრივი გაზის სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. 5. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც საშუალებას არ აძლევს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, შევიდეს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად, შესაკეთებლად ან შესამოწმებლად. 6. ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელებით ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების წესებით. 7. ამ მუხლით დადგენილი პირობები არ ზღუდავს ამ კანონის 113-ე მუხლის შესაბამისადშესაბამისი საბოლოო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის გადაცემასთან, განაწილებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 141შემდეგი მუხლი 143

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 113მუხლი 141

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 137ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა
  • 139ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზომები
  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 13დავის განხილვა
  • 9ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 15ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 18მოპოვებული ბუნებრივი გაზის გამოყენება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 162საქონლის მიწოდების ადგილი

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 8სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 14სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²189581413915162113141137139109142
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…სასმელი წყლის მიწოდები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026