ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 13. დავის განხილვა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაუშვებელია საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით). ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.

2.საცალო მომხმარებლის მიერ, შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით, დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება ან/და სხვა არამართლზომიერი ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

3.კომისიის ან სასამართლოს მიერ საცალო მომხმარებელს, მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება იმ საცალო მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ბუნებრივი გაზით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან საცალო მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.

5.დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ბუნებრივი გაზის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად, მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით საცალო მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება, შეუწყვიტოს საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება დავის დასრულებამდე.

6.ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივლ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²18951371215631281421098813
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა