Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 9

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021222324

1.მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.

2.ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისათვის. საოჯახო სასტუმროს მფლობელის მოხმარება უნდა აღირიცხოს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხოს ერთ-ერთი შემდეგი წესით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად: ა) სასმელი წყლის მოხმარება მთელ ობიექტზე აღირიცხოს ერთობლივად, რა შემთხვევაშიც, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 მ ​​3 -ს; ან ბ) სასმელი წყლის მოხმარება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხოს განცალკევებულად, რა შემთხვევაშიც, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური არასაყოფაცხოვრებო ტარიფით დაერიცხება მხოლოდ ამ ნაწილზე აღრიცხულ ოდენობას (ანგარიშსწორება მოხდება ლიცენზიატისა და მომხმარებლის საკუთრების საბალანსო გაყოფის წერტილში დამონტაჟებული მრიცხველით აღრიცხულ ოდენობაზე. საანგარიშსწორებო მრიცხველსა და ქვემრიცხველებზე აღრიცხულ მოცულობათა ჯამს შორის დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადანაწილდება პროპორციულად).

3.იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტულ არეალში (ტერიტორიულ ფარგლებში) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურების გაწევის, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფის სისტემით (შემდგომ ტექსტში – ერთიანი ადმინისტრირების სისტემა) განხორციელების შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ფარგლებში არსებული ცალკეული გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სულადობის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ერთ-ერთი შემდეგი წესით: ა) თუ ლიცენზიატის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზებთან ჰარმონიზების შედეგად დადგინდება, რომ მომხმარებლის უძრავ ქონებაში რეგისტრირებული არ არის არცერთი პირი და: ა.ა) ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შედგენილია წერილობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება შეთანხმებაში მითითებულ სულადობის მიხედვით; ა.ბ) თუ არ არსებობს სულადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი, მაგრამ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში დასტურდება მომხმარებლის უძრავ ქონებაში არანაკლებ 20 კვტ.სთ. ელექტროენერგიის მოხმარება – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება 1 სულზე; ბ) მიუხედავად მომხმარებლის სულადობის დადასტურებული მონაცემისა, თუ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში მომხმარებლის უძრავ ქონებაში მოხმარებული იქნა არაუმეტეს 10 კვტ.სთ. ელექტროენერგია – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური არ დაერიცხება.

4.გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა სასმელი წყლის მიწოდება, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური განესაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. წყლის შეწყვეტის ფაქტის დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით.

5.მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

6.ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.მომხმარებელმა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

8.ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

9.მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ: ა) აბონენტის ნომერი; ბ) დარიცხული მ 3 /სულადობა; ბ 1) მოხმარებული სასმელი წყლის საფასური; ბ 2) წყალარინების მომსახურების საფასური; გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა; დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა; ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია; ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.

10.მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ: ა) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით); გ) სამომხმარებლო ტარიფს; დ) სულადობას (თუ რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, სულადობით დარიცხვის ნაცვლად, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობას კუბურ მეტრებში და ღირებულებას; ე) მიმდინარე დავალიანების გარდა მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით); ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე; თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული) მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს; ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

11.დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – წყალმომარაგების ლიცენზიატს.

12.მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

13.ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება.

14.ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

15.ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობის უარის შემთხვევაში.

16.ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს: ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად; ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.

17.ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

18.მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

19.დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.

20.მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით.

21.მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.

22.ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად დაუშვებელია მომხმარებლისათვის სასმელი წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ამასთან, მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს სასმელი წყლის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების ლიცენზიატს.

23.დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

24.დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება  №23-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1837 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.06.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.02.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 25 თებ. 2020
  2. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2019
  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018
  4. 27 ივლ. 2017

    მე-15 პუნქტში მომარაგების აღდგენის ვადა 3 საათიდან 5 საათამდე შეიცვალა; მაღალმთიანი დასახლებისთვის დაემატა 14:00 საათის დროითი საზღვარი, რომლის შემდეგაც აღდგენა მომდევნო დღის 12:00 საათამდე ხდება.

  5. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    მე-7 პუნქტში მომარაგების შეწყვეტა ლიცენზიატის უფლებად ჩამოყალიბდა წინა დამატებითი ვადებისა და გადავადების წესის გარეშე. დაემატა მე-15 პუნქტი აღდგენის სამ საათიანი და მომდევნო დღის 12:00 საათის ვადებით.

  6. 20 აპრ. 2016
  7. 5 სექ. 2013

    მე-9 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებში დაემატა გამონაკლისები, ხოლო ახალი 4¹ პუნქტით დაშვებულია მრიცხველის ჩვენების ექვსთვიანი პერიოდულობით წაკითხვა პირობითი დარიცხვითა და შემდგომი კორექტირებით.

  8. 27 მარ. 2012
  9. 1 ოქტ. 2010

    მე-6 პუნქტში ქვითრის შინაარსს დაემატა მიმწოდებლის საბანკო ანგარიშები, დამატებითი საფასურის გარეშე გადახდის პირობა და ცხელი ხაზის ნომრები, ხოლო მეორე მხარეზე დანართი №2-ის ტექსტი შეიცვალა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8²შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • 9 ცვლილება · ბოლო 25 თებ. 2020
  • 15 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 8სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 11სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
  • 10თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 10ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
  • 11თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
  • 32არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 22წყალსარგებლობის საფასური
  • 5პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 33წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 149სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 163ცალკეული წყალმომარაგების ტარიფები და მათი დარიცხვის წესი გარდამავალ პერიოდში

წყლის შესახებ

  • 76წყლის და მისი გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1497681110101132225163339
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…წყალმომხმარებელთა ორგა…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს ადმინისტრა…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026