Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 32

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 32. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026
თემები:კომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის მოთხოვნილი წნევა და საპროგნოზო მოცულობები.

3.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ბუნებრივი გაზით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.

4.განაწილების ლიცენზიატისთვის ბუნებრივი გაზის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.

5.თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 40 კალენდარულ დღეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

6.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები; გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.

7.ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილ წარმომადგენელს. თავი VII ინფორმაციის საჯაროობა და ანგარიშგება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 24 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომუნალური აბონენტად რეგისტრაცია (წყალი, გაზი, დენი)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 20მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდა
  • 29მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება
  • 19ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 25არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
  • 4მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
  • 5მომსახურების გაწევა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 94გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება
  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 19ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
195¹254520291910994652432
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ენერგოეფექტურობის შესა…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026