ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 35. ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს ოფიციალური ვებგვერდი და მოახდინოს მისი განახლება ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად.

2.მიმწოდებელი ვალდებულია ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს (გამოაცხადოს): ა) საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობების, ასევე მისი ფასისა და თავისუფალი მოცულობების შესახებ ინფორმაცია (კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღისა და ნომრის მითითებით); ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულებები მომსახურების სხვადასხვა პირობებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის მითითებით (მათ შორის, ამ წესების დანართი №1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ და შეთავაზებული ბუნებრივი გაზის ფასის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღისა და ნომრის მითითებით).

3.საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობებს; ბ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეთავაზებულ ფასს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით (ერთ კუბურ მეტრზე/ლარში). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 29 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 იან. 2020 – 10 თებ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²16261393633236710910441435
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ელექტრონული კომერციის …ნავთობისა და გაზის შეს…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა