Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 109

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 109. ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლიენერგეტიკა და კომუნალური მომსახურებაკომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მცირე საწარმოსა და იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროა, უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ბუნებრივი გაზი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან.

2.განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს მიწოდების მომსახურება შესაძლოა გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმა, რომელსაც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მიწოდების ვალდებულება.

3.კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის საქმიანობის წესებს, რომლებითაც რეგულირდება საჯარო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა, მათ შორის, მისი უფლება-მოვალეობები, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ამზადებს და კომისიას წარუდგენს წინა წლის საქმიანობის ანგარიშს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.

4.ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ფასს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს საჯარო მომსახურების მიმწოდებელი. საჯარო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი, საბაზრო და შედარებადი.

5.ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან  გამომდინარე,  კომისია უფლებამოსილია თავის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ბუნებრივი გაზის ფასი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ფასის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში, ბუნებრივი გაზის საჯარო  მომსახურების სახით მიწოდების მიზნით.

6.კომისია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დეტალურად ასაბუთებს და მიუთითებს ბუნებრივი გაზის ბაზართან დაკავშირებულ იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომლებმაც გამოიწვია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შენარჩუნების აუცილებლობა. აღნიშნული დასაბუთება ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.

7.კომისია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას აგრეთვე განსაზღვრავს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების ეტაპობრივი გაუქმების გეგმას და მისი დასრულების თარიღს, რაც ნათლად უნდა მიუთითებდეს რეგულირების დროებით ხასიათზე.

8.კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბუნებრივი გაზის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი ასახავდეს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს.

9.საჯარო მომსახურების მიმწოდებელი: ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ბუნებრივი გაზის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ, ისარგებლონ ასეთი მომსახურებით; ბ) ახორციელებს საჯარო მომსახურებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; გ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და განსაზღვრული ხარისხით მიწოდების მიზნით; დ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით.

10.კომისია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც ბუნებრივ გაზს იღებენ საჯარო მომსახურების სახით, არ ჰქონდეს მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 დეკ. 2021
წინა მუხლი 108შემდეგი მუხლი 110

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომუნალური აბონენტად რეგისტრაცია (წყალი, გაზი, დენი)სერვისის გვერდი
  • კომუნალური რეგულაციასერვისის გვერდი
  • კომუნალური სამსახურებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-12-30
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 101

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 101მიწოდების საქმიანობა
  • 104მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
  • 40ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 10ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა
  • 6ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 27ეროვნული კომისიის კომპეტენცია მომსახურების სფეროში
  • 4პირველადი წყალმოსარგებლე

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა
  • 92¹საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 163მუნიციპალიტეტის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინებით მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²1065¹9592¹163274101910440109
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…წყალმომხმარებელთა ორგა…რეგულირების საფასურის …საქართველოს ადმინისტრა…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026