Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 33

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 33. ღია (საჯარო) ინფორმაცია

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026
თემები:პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადონ შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეებისა და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის, მათ შორის, განაწილების, გატარებისა და სამომხმარებლო ტარიფების და მათთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების შესახებ; დ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ; ე) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ; ვ) გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შესახებ; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია. 1 ​1 . თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.

2.განაწილების ლიცენზიატი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მიმწოდებლების შესახებ, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოხმარების სავარაუდო ფასისა და ამ მიმწოდებლების საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე); ბ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ ჟურნალის ჩანაწერები; გ) აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით; დ) საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის და სხვა საშუალების ნომერის/მისამართის) მითითებით (აღნიშნული საწარმოების მოთხოვნის შესაბამისად); ე) (ამოღებულია - 26.08.2016 №19) ვ) საცალო მომხმარებელთა შემოწმების გეგმა-გრაფიკი (შესაბამის უბნებზე გეგმიური შემოწმების სავარაუდო ვადების მითითებით). ზ) განაწილების ლიცენზიის სალიცენზიო არეალისა და მასში განხორციელებული ცვლილების შესახებ, მათ შორის, სალიცენზიო არეალის შემცირების ან გაზრდის შესახებ, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

3.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებგვერდზე) ისე, რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის  დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.02.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადონ შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეებისა და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის, მათ შორის, განაწილების, გატარებისა და სამომხმარებლო ტარიფების და მათთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების შესახებ; დ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ; ე) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ; ვ) გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შესახებ; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია. 1 ​1 . თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის. 2. განაწილების ლიცენზიატი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მიმწოდებლების შესახებ, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოხმარების სავარაუდო ფასისა და ამ მიმწოდებლების საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე); ბ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ ჟურნალის ჩანაწერები; გ) აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით; დ) საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის და სხვა საშუალების ნომერის/მისამართის) მითითებით (აღნიშნული საწარმოების მოთხოვნის შესაბამისად); ე) (ამოღებულია - 26.08.2016 №19) ვ) საცალო მომხმარებელთა შემოწმების გეგმა-გრაფიკი (შესაბამის უბნებზე გეგმიური შემოწმების სავარაუდო ვადების მითითებით). ზ) განაწილების ლიცენზიის სალიცენზიო არეალისა და მასში განხორციელებული ცვლილების შესახებ, მათ შორის, სალიცენზიო არეალის შემცირების ან გაზრდის შესახებ, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. 3. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებგვერდზე) ისე, რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის  დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.02.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 9 ივნ. 2026

    33-ე მუხლის ინფორმაციის ჩამონათვალს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი სალიცენზიო არეალისა და მისი ცვლილების შესახებ.

  2. 1 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 4 ოქტ. 2021
  3. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    „ბ“ ქვეპუნქტში გასაჯაროებული ინფორმაცია გაფართოვდა მედიასაშუალებების ჩამონათვალით და წყვეტების ჩანაწერებით, ხოლო „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

  4. 24 მარ. 2010

    33-ე მუხლის 1-ლ პუნქტში საინფორმაციო ჩამონათვალს დაემატა გატარების ტარიფი და შეიცვალა ერთიანი ბაზის დასახელება, ხოლო მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ლაბორატორიების ჩამონათვალის აღწერიდან ამოღებულია მრიცხველის შემოწმებისა და სააგენტოს მითითება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ღია კოდის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ღია კოდის შემუშავებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 4 ცვლილება · ბოლო 9 ივნ. 2026
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 34ინფორმაციის გამოცხადება და განაწილების ლიცენზიატისვალდებულებები
  • 35ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 30მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 16ღია (საჯარო) ინფორმაცია
  • 4მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
  • 26ანგარიშგება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 86ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა
  • 107მიმწოდებლის მიერ ინფორმაციის შენახვა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება
  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31191642634353010986107433
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026