1.მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული (შეთავაზებული) ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით (მათ შორის, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით - ამ წესების დანართი №1 დამტკიცებული სტანდარტული პირობით შესყიდვის შემთხვევაში).
2.მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს შესთავაზოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საჯაროდ გამოცხადებული სხვადასხვა ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპიური ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და მისი საჯაროდ გამოცხადების თარიღი (გაფორმების შემთხვევაში, მიმწოდებლის ჟურნალში ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი);
ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგების ვალდებულებას, მისი მოქმედების პერიოდს, ხელშეკრულების გაგრძელებისა და შეწყვეტის პირობებს, ასევე, გონივრულ ვადას ამ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების ან უარყოფის შესახებ.
გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებსა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. მასში მოცემული უნდა იყოს დებულება ხელშეკრულების ამ წესებთან შესაბამისობისა და ამ წესების ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში უპირატესი მოქმედების (უპირატესი იურიდიული ძალის) შესახებ;
დ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული მომსახურების პირობები არ უნდა შეიცვალოს და მასში ასახული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასი არ უნდა გაიზარდოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მისი საჯაროდ გამოცხადებიდან (შეთავაზებიდან) არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში;
ე) საჯაროდ გამოცხადებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობის ან ფასის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული წარმოადგენს ახალ ტიპურ ხელშეკრულებას და საჭიროებს ახალი საიდენტიფიკაციო ნომრისა და გამოცხადების თარიღის მინიჭებას, ასევე ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, როგორც ზოგადად ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში.
3.მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და მასთან შეთანხმების გზით შეცვალოს მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები (ამ წესებით დაშვებულ ფარგლებში), ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი და არც ამ მომხმარებლის დუმილი ჩაითვლება აქცეპტად (თანხმობად).
4.მიმწოდებელს ასევე უფლება აქვს მიმართოს წინადადებით პირთა განუსაზღვრელ წრეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ან ამ ურთიერთობაში ცვლილების შეთავაზებით (აღნიშნული განცხადება წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე). საცალო მომხმარებლს უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს ამ შეთავაზებაზე და მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შეთავაზების პირობების შესაბამისი წერილობითი ფორმით შეთანხმება ან/და ხელშეკრულების გაფორმება.
5.მიმწოდებელს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების ან მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელშეკრულებაში მის მიერ საჯაროდ შეთავაზებულზე (გამოცხადებულზე) მეტი ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრა.
5 1 . ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
6.ამ წესებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქნილობისა და მისი შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მიზნით მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრის პირობებსა და მეთოდებზე.
7.შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების პირობების მისადაგების მიზნით მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს (ხელშეკრულებით შეთანხმების შემთხვევაში) უფლება აქვთ ანგარიშსწორება მოახდინონ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღესა და ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებულ კურსთა შორის სხვაობით მიღებული კოეფიციენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს (გავრცელდეს) მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასს გამოკლებული ტრანსპორტირებისა და შესაბამისი განაწილების ან გატარების ტარიფების ჯამით მიღებულ სიდიდეზე (ამასთან, ამ ურთიერთობაზე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფის არსებობის შემთხვევაში, კორექტირებით მიღებული სიდიდე (ეროვნულ ვალუტაში) არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფს);
ბ) ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასში ტრანსპორტირებისა და შესაბამისი განაწილების ან გატარების მომსახურების წილის გამოყოფა (დაფიქსირება).
8.თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებები აშკარად შეიცვალა (მათ შორის, თუ შეიცვალა მიმწოდებლისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის საფასური), მაშინ მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს შეცვლილი გარემოებების შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა ხელშეკრულებაში მოცემული პირობის შესაბამისად (რომელიც არ უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვეზე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 1 თვეზე ნაკლები). ასეთ შემთხვევაში:
ა) მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე და განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს პირობების მიუღებლობის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმწოდებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ);
ბ) მომხმარებელს უფლება აქვს განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს თანხმობა სახელშეკრულებო ურთიერთობების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესახებ;
გ) მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან განსაზღვრულ ვადაში შეტყობინებისგან ან სხვა ხელშეკრულების გაფორმებისგან თავის შეკავების შემთხვევაში ივარაუდება შეთავაზებულ პირობაზე თანხმობა.
9.თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ან შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა და მათთან მისადაგება ხდება მიმწოდებლის მიერ, მაშინ საეჭვობისას ივარაუდება, რომ შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა უნდა მოხდეს (მომხდარიყო) სამართლიანობის საფუძველზე. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს შეცვლილ პირობებზე ან/და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მიმწოდებლის განმარტება და ამ განმარტებაზე შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიწოდებული.
10.დაუშვებელია მომხმარებლის იძულება მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეცვლილი საფასურის გადახდაზე, ასევე, სხვა პირობის შესრულებაზე, თუ აღნიშნული გარემოების შესახებ მომხმარებელი წინასწარ არ იყო ინფორმირებული და წინასწარ არ განესაზღვრა გონივრული ვადა აღნიშნული პირობის მიღების ან უარყოფის შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 13.06.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული (შეთავაზებული) ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით (მათ შორის, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით - ამ წესების დანართი №1 დამტკიცებული სტანდარტული პირობით შესყიდვის შემთხვევაში).
2. მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს შესთავაზოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საჯაროდ გამოცხადებული სხვადასხვა ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპიური ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და მისი საჯაროდ გამოცხადების თარიღი (გაფორმების შემთხვევაში, მიმწოდებლის ჟურნალში ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი);
ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგების ვალდებულებას, მისი მოქმედების პერიოდს, ხელშეკრულების გაგრძელებისა და შეწყვეტის პირობებს, ასევე, გონივრულ ვადას ამ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების ან უარყოფის შესახებ.
გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებსა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. მასში მოცემული უნდა იყოს დებულება ხელშეკრულების ამ წესებთან შესაბამისობისა და ამ წესების ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში უპირატესი მოქმედების (უპირატესი იურიდიული ძალის) შესახებ;
დ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული მომსახურების პირობები არ უნდა შეიცვალოს და მასში ასახული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასი არ უნდა გაიზარდოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მისი საჯაროდ გამოცხადებიდან (შეთავაზებიდან) არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში;
ე) საჯაროდ გამოცხადებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობის ან ფასის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული წარმოადგენს ახალ ტიპურ ხელშეკრულებას და საჭიროებს ახალი საიდენტიფიკაციო ნომრისა და გამოცხადების თარიღის მინიჭებას, ასევე ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, როგორც ზოგადად ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში.
3. მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და მასთან შეთანხმების გზით შეცვალოს მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები (ამ წესებით დაშვებულ ფარგლებში), ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი და არც ამ მომხმარებლის დუმილი ჩაითვლება აქცეპტად (თანხმობად).
4. მიმწოდებელს ასევე უფლება აქვს მიმართოს წინადადებით პირთა განუსაზღვრელ წრეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ან ამ ურთიერთობაში ცვლილების შეთავაზებით (აღნიშნული განცხადება წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე). საცალო მომხმარებლს უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს ამ შეთავაზებაზე და მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შეთავაზების პირობების შესაბამისი წერილობითი ფორმით შეთანხმება ან/და ხელშეკრულების გაფორმება.
5. მიმწოდებელს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების ან მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელშეკრულებაში მის მიერ საჯაროდ შეთავაზებულზე (გამოცხადებულზე) მეტი ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრა.
51. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
6. ამ წესებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქნილობისა და მისი შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მიზნით მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრის პირობებსა და მეთოდებზე.
7. შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების პირობების მისადაგების მიზნით მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს (ხელშეკრულებით შეთანხმების შემთხვევაში) უფლება აქვთ ანგარიშსწორება მოახდინონ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღესა და ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებულ კურსთა შორის სხვაობით მიღებული კოეფიციენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს (გავრცელდეს) მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასს გამოკლებული ტრანსპორტირებისა და შესაბამისი განაწილების ან გატარების ტარიფების ჯამით მიღებულ სიდიდეზე (ამასთან, ამ ურთიერთობაზე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფის არსებობის შემთხვევაში, კორექტირებით მიღებული სიდიდე (ეროვნულ ვალუტაში) არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფს);
ბ) ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასში ტრანსპორტირებისა და შესაბამისი განაწილების ან გატარების მომსახურების წილის გამოყოფა (დაფიქსირება).
8. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებები აშკარად შეიცვალა (მათ შორის, თუ შეიცვალა მიმწოდებლისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის საფასური), მაშინ მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს შეცვლილი გარემოებების შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა ხელშეკრულებაში მოცემული პირობის შესაბამისად (რომელიც არ უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვეზე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 1 თვეზე ნაკლები). ასეთ შემთხვევაში:
ა) მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე და განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს პირობების მიუღებლობის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმწოდებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ);
ბ) მომხმარებელს უფლება აქვს განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს თანხმობა სახელშეკრულებო ურთიერთობების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესახებ;
გ) მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან განსაზღვრულ ვადაში შეტყობინებისგან ან სხვა ხელშეკრულების გაფორმებისგან თავის შეკავების შემთხვევაში ივარაუდება შეთავაზებულ პირობაზე თანხმობა.
9. თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ან შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა და მათთან მისადაგება ხდება მიმწოდებლის მიერ, მაშინ საეჭვობისას ივარაუდება, რომ შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა უნდა მოხდეს (მომხდარიყო) სამართლიანობის საფუძველზე. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს შეცვლილ პირობებზე ან/და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მიმწოდებლის განმარტება და ამ განმარტებაზე შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიწოდებული.
10. დაუშვებელია მომხმარებლის იძულება მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეცვლილი საფასურის გადახდაზე, ასევე, სხვა პირობის შესრულებაზე, თუ აღნიშნული გარემოების შესახებ მომხმარებელი წინასწარ არ იყო ინფორმირებული და წინასწარ არ განესაზღვრა გონივრული ვადა აღნიშნული პირობის მიღების ან უარყოფის შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 13.06.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №24 · ძალაშია 29 იან. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 იან. 2020 – 10 თებ. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2023
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
23-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულია მიმწოდებლის აკრძალვა, ერთი სახის მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა პირობა და ფასი; დარჩა საჯაროდ გამოცხადებულზე მეტი ფასის მოთხოვნის აკრძალვა.
მე-9 პუნქტში მომხმარებლის მიერ უსამართლობის მიჩნევის პირობა შეიცვალა მიმწოდებლის მიერ განსაზღვრის სამართლიანობის პრეზუმფციით, ხოლო განმარტებისა და მტკიცებულებების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს დარჩა; მე-10 პუნქტის ბოლოს დაემატა მითითება „მუხ.463“.