ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 41. ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ვალდებულია: ა) შეასრულოს ამ კანონით, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და პირობები; ბ) დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებითა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნები; გ) შეასრულოს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითიმოთხოვნები; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია; ე) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ბუნებრივი გაზის წარმოების ობიექტის იმ აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად შესაბამისად ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში.

2.თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს, რომ დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ბუნებრივი გაზის წარმოების პროცესის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, იგი უფლებამოსილია ცალკეული ტექნოლოგიებისთვის დაადგინოს ეფექტიანობის მინიმალური დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს ბუნებრივი გაზის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობის ან არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის დროს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატზე. კარი V. გადაცემა თავი X. გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი და დასახელება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ვალდებულია: ა) შეასრულოს ამ კანონით, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და პირობები; ბ) დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებითა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნები; გ) შეასრულოს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითიმოთხოვნები; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია; ე) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ბუნებრივი გაზის წარმოების ობიექტის იმ აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად შესაბამისად ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში. 2. თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს, რომ დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ბუნებრივი გაზის წარმოების პროცესის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, იგი უფლებამოსილია ცალკეული ტექნოლოგიებისთვის დაადგინოს ეფექტიანობის მინიმალური დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს ბუნებრივი გაზის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობის ან არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის დროს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატზე. კარი V. გადაცემა თავი X. გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი და დასახელება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²2425¹⁰95288311824 (დ…40683941
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს გარემოს და…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა