ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

მუხლი 15. მხარეთა შეტყობინება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარეს შეტყობინების გზით ეცნობება დისციპლინური კოლეგიის სხდომის დრო და ადგილი. შეტყობინების გზით უნდა მოხდეს აგრეთვე მოწმეების, ექსპერტებისა და თარჯიმნების დაბარება. თუ მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, მაშინ შეტყობინება მხარის ნაცვლად გაეგზავნება მის წარმომადგენელს.

2.მხარეები და დისციპლინური წარმოების მონაწილე სხვა პირები შეიძლება დაბარებულ იქნან ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (23.12.2018).

3.მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს შეტყობინება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ ეთიკის კომისიაში დროულად გამოცხადებისა და საქმისთვის მომზადების ვადა.

4.შეტყობინება ადვოკატს ბარდება განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ ამ მისამართზე ადვოკატთან დაკავშირება შეუძლებელია, შეტყობინება იგზავნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ მონაცემებში არსებულ ადვოკატის მისამართზე. ამ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად, თუნდაც ადვოკატი აღარ იმყოფებოდეს ამ მისამართზე ან მან უარი განაცხადოს შეტყობინების ჩაბარებაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹35397073772775³²7²2814715
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სამოქალაქო…არბიტრაჟის შესახებადვოკატთა დისციპლინური…ადვოკატთა შესახებსაქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა