Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებმუხლი 1

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

მუხლი 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვარისკების მართვაჰუმანიტარული სამართალიინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityპოლიტიკის შემუშავებაცილისწამება და რეპუტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ (გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს); ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესასრულებლად; გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით; დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე), მომსახურების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან 143 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოსავლენად ადამიანის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ანდა განხორციელების სიტუაციის შექმნა; ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის სათანადოდ გამოძიებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს ფარგლების გარეთაც), საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი გადაადგილება; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ბრალდებულის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით; ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 62 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოსთან ან გამომძიებელთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა; ლ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 60 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3537 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №478 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5620 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ (გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს); ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესასრულებლად; გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით; დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე), მომსახურების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან 143 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოსავლენად ადამიანის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ანდა განხორციელების სიტუაციის შექმნა; ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის სათანადოდ გამოძიებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს ფარგლების გარეთაც), საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი გადაადგილება; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ბრალდებულის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით; ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 62 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოსთან ან გამომძიებელთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა; ლ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 60 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1  მაისის  კანონი  №3537  - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22  მარტის  კანონი  №478  - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5620 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №50 · ძალაშია 26 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 დეკ. 2019 – 30 მარ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ოპერაციული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოპერაციული რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხლი 284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ლიდერობა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №59

  • 8 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 143²მუხლი 2მუხლი 3ელექტრონული კომუნი… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 7ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება
  • 3ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები
  • 2ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 10სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

პროკურატურის შესახებ

  • 25ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა
  • 23გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
  • 9კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები

პოლიციის შესახებ

  • 29ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

პენიტენციური კოდექსი

  • 59პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 17ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143²23722921029172523591
მითითებამნიშვნელობით ახლოსოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს სისხლის სა…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს ფინანსთა ს…პროკურატურის შესახებკონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026