საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 158¹. ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი, რომლის საკუთრებაშიც არის ყადაღადადებული ქონება (შემდგომ − ქონების მესაკუთრე), უფლებამოსილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს პროკურორს და ითხოვოს ყადაღადადებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა შეიძლება განხორციელდეს როგორც მისი (ყადაღის ობიექტის), ისე პირის მიერ ამ ქონების მიზნობრივი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემის ფორმით.

2.ყადაღის პირის საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე დადების შემთხვევაში იგი (ამ ანგარიშის მესაკუთრე/განმკარგავი პირი) უფლებამოსილია ზიანის ასანაზღაურებლად ან სხვა მოტივირებული საფუძვლით მიმართოს პროკურორს და ითხოვოს აღნიშნულ ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა.

3.პროკურორსა და ქონების მესაკუთრეს, მის ადვოკატს შორის წერილობით გაფორმებული თანხმობის დოკუმენტის საფუძველზე პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ყადაღადადებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე, აგრეთვე შუამდგომლობით ყადაღადადებულ საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე.

4.თანხმობის დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში დგება თანხმობის შესახებ ოქმი (ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი), რომელშიც ასახულია პროკურორსა და ქონების მესაკუთრეს (საბანკო/ელექტრონული ანგარიშის მესაკუთრეს/განმკარგავ პირს) შორის მოლაპარაკების პროცესი. ამ ოქმის ასლი ქონების მესაკუთრესა და მის ადვოკატს გადაეცემა. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №171 · ძალაშია 5 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ნოე. 2009 – 5 სექ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
403260196¹356¹⁰356⁴158²151158⁴24224188158¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა