1.საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად და , ამასთან, გადაიხდის ამ ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2.თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად , ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.
3.ქონების ნაწილის განკარგვის შესახებ საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გაცემისას, შეძლებისდაგვარად უნდა იქნ ე ს გათვალისწინებული, რომ შენარჩუნდეს დარჩენილი ყადაღადადებული ქონების ლიკვიდურობა.

