Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებმუხლი 17

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

მუხლი 17. მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებების ხელმისაწვდომობა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025
თემები:ოჯახში ძალადობაწინასწარი სარჩელის უზრუნველყოფამსხვერპლის წარმომადგენლობა - ძალადობრივისხეულის დაზიანება და ცემამკვლელობა და სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულებისაავტორო უფლებების დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში − სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით; ბ) მოითხოვოს ამ კანონით დადგენილი წესით მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება; გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით; დ) მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისთვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით; ე) უფასოდ ისარგებლოს მხარდაჭერის მომსახურებებით/პროგრამებით, აგრეთვე თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მისი მომსახურებებით, მიუხედავად იმისა, თანამშრომლობს თუ არა სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან; ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა წელიწადში 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს; ზ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი არის უცხოელი ან  მოქალაქეობის არმქონე პირი; თ) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე; ი) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმებით.

2.ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

3.ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ან/და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლებამოსილება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.

4.თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

5.თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო ქვეყანაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4 საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი № 5446 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6758 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1345 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2477 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

რედაქციების შედარება

1. მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით; ბ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით; გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით; [ დ)[დ) მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით; ( ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან)] ე) ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით; ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით; ზ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს; თ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია; ი) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე; კ) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმებით. 2. ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები. 3. ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ან/და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლებამოსილება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს. 4. თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 5. თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო ქვეყანაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4 საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი № 5446 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 25 მაი. 2017
  3. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2020
  4. 12 ივლ. 2016
  5. 1 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 13 იან. 2010
  6. 14 ნოე. 2014· გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2014
წინა მუხლი 16¹შემდეგი მუხლი 17¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვის ორდერები8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მსხვერპლის მხარდაჭერა და წარმომადგენლობა8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოჯახში ძალადობის დაცვა8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადევნება (მუხლი 151¹) - ადვოკატი საქართველოში6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-04-02 · №25

1
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2022-12-29
5
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 17¹მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
  • 10დამცავი და შემაკავებელი ორდერები
  • 18მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
  • 21¹⁴შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
  • 21¹²სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 6¹ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 57დაზარალებულის უფლებები

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 61დანაშაულის შედეგად დაზარალებულის, ძალადობის მსხვერპლისა და მოწმის დაცვა, მხარდაჭერა და რეაბილიტაცია

პენიტენციური კოდექსი

  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 56თავშესაფრის მაძიებლის უფლებები

ადვოკატთა შესახებ

  • 4ადვოკატის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
421¹³21¹⁴21¹²6¹2217¹10185756619417
მითითებამნიშვნელობით ახლოსქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს ადმინისტრა…იურიდიული დახმარების შ…საქართველოს სისხლის სა…ბავშვის უფლებათა კოდექ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 2 აპრ. 2025