Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 34

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 34. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციატრანსასზღვრული კრიპტოფულის გათეთრებისა და კლიენტის იდენტიფიკაციარისკების მართვაფანდრაიზინგიაუდიტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²23456

1.სამსახური აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) და ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში თავისი ანალიზის შედეგებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

1¹.სამსახური ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციულ და სტრატეგიულ ანალიზებს ატარებს. სამსახური ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზებისთვის იყენებს. სამსახური უფლებამოსილია ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) ადგილსამყოფელი იურისდიქციის ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვოს. სამსახური საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული ანალიზის შედეგებს საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უზიარებს.

1².სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის 43 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენასა და აღკვეთას.

2.სამსახური აცნობებს ანგარიშვალდებულ პირს მის მიერ წარდგენილი ანგარიშგების ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ , აგრეთვე ანგარიშგების საფუძველზე სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგებს .

3.სამსახური სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს და შეიმუშავებს საეჭვო გარიგების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირისთვის სახელმძღვანელო , საყურადღებო ნიშნებს .

4.სამსახური გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე .

5.სამსახური მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში .

6.სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფორუმებზე , აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან . საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ. მუხლი 35. სამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად : ა ) ანგარიშვალდებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონის 25- ე მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ( დოკუმენტი ); ბ ) ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია , აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მისთვის პირდაპირ იყოს ხელმისაწვდომი ასეთი ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ბაზები , თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია . 1 1 . სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის 43 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად ნებისმიერი ფიზიკური პირისგან ან იურიდიული პირისგან გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები). 1 2 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოიტანოს დადგენილება ფიზიკური პირისთვის ან იურიდიული პირისთვის  ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.

2.სამსახური ვალდებულია დაიცვას ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის ( დოკუმენტის ) კონფიდენციალურობა . დაუშვებელია ამ ინფორმაციის ( დოკუმენტის ) ნებისმიერი სხვა პირისთვის გადაცემა მოსამართლის განჩინების გარეშე , გარდა ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა .

3.სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ( დოკუმენტის ) კონფიდენციალურობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში და მისი შეწყვეტის შემდეგ , გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა .

4.სამსახურს , მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ , აცნობონ ნებისმიერ სხვა პირს , რომ ამ კანონის 25- ე და 37- ე მუხლების საფუძველზე სამსახურმა მიიღო ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ) ან ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ამავე კანონის 34- ე მუხლის პირველი პუნქტითა და 36- ე და 37- ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები , გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა . საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ. მუხლი 36. მითითება გარიგების შეჩერების შესახებ 1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენისას , მიუხედავად გარიგების თანხის ოდენობისა , ანგარიშვალდებულ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში შესაბამისი გარიგების , აგრეთვე ამ გარიგებასთან ან / და ამ გარიგების მონაწილე პირთან დაკავშირებული სხვა გარიგების მომზადების , დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ . სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაცია ( დოკუმენტი ) დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალურ პროკურატურას , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან / და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს .

2.სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირს ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება . აღნიშნული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით .

3.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მითითება ფორმდება სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით . ეს წერილობითი მითითება ანგარიშვალდებულ პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში გადაეცემა . აღნიშნულ ვადაში წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ვადის გასვლის შემდეგ განაახლოს შესაბამისი გარიგების მომზადება , დადება ან შესრულება .

4.ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა დაადასტუროს ამ მუხლის პირველი − მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესასრულებლად აუცილებელი ღონისძიებები .

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 72- საათიანი ვადის ათვლა იწყება ანგარიშვალდებული პირის მიერ მითითების მიღების მომენტიდან . აღნიშნული ვადის გამოთვლისას დასვენებისა და უქმე დღეები არ გაითვალისწინება . მითითება შეიძლება ვადაზე ადრე გაუქმდეს , თუ ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდი არ დადასტურდება , ან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე , საქართველოს გენერალური პროკურატურის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი თხოვნის საფუძველზე .

6.ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად მითითების ვადაზე ადრე გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი . აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დროულად უნდა ეცნობოს ანგარიშვალდებულ პირს . ასეთი შეტყობინების ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით .

7.სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნის საფუძველზე ანგარიშვალდებულ პირს მისცეს ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება ან თვითონ გაუგზავნოს ანალოგიური თხოვნა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს .

8.სამსახური ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას დააკმაყოფილებს , თუ დარწმუნდება , რომ ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის ვარაუდი დასაბუთებულია .

რედაქციების შედარება

1. სამსახური აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს)( დოკუმენტს ) და ფულის გათეთრების,გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში თავისი ანალიზის შედეგებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურატურას,პროკურატურას , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთასამსახურს სამინისტროს,, შემოსავლების სამსახურს ან/დაან / და საქართველოს ფინანსთაშინაგან სამინისტროსსაქმეთა საგამოძიებოსამინისტროს სამსახურს.. 2. სამსახური აცნობებს ანგარიშვალდებულ პირს მის მიერ წარდგენილი ანგარიშგების ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ , აგრეთვე ანგარიშგების საფუძველზე სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგებს . 3. სამსახური სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს და შეიმუშავებს საეჭვო გარიგების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირისთვის სახელმძღვანელო , საყურადღებო ნიშნებს . 4. სამსახური გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე . 5. სამსახური მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში . 6. სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფორუმებზე , აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან . საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 28 ნოე. 2025
  2. 24 მაი. 2023
  3. 24 მაი. 2022
წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ოპერაციული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტერორიზმის დაფინანსება (მუხლი 324) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია / ფულის გათეთრება (მუხლი 194)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფინანსური დანაშაულების გამოძიება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №14

2
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-11-28
4
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25მუხლი 37მუხლი 43¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7მუხლი 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 31სამსახურის სტატუსი
  • 39თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა
  • 37საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 8სამსახურის უფლებამოსილებანი
  • 7სამსახურის საქმიანობის მიზნები და ამოცანები
  • 2სამსახურის სამართლებრივი სტატუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის ფუნქციები
  • 5სამსახურის საქმიანობის  მიმართულებები
  • 12სამსახურის უფლებამოსილება

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 4სამსახურის ფუნქციები

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 34¹—

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 7პოლიციის მიზნები და ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
734¹872411512372543¹7313934
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…შემოსავლების სამსახური…მოქალაქეთა პოლიტიკური …ფინანსური პოლიციის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026