Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 26

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას; გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

4.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ. თავი IV. რაიონული (საქალაქო) სასამართლო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    26-ე მუხლში დაემატა პირველი მოადგილის სტატუსი, უფლებამოსილებები და ჩანაცვლების წესი, ხოლო მოადგილის უფლებამოსილებები ახლებურად ჩამოყალიბდა; პალატის წევრობის წესი ახლა ორივეზე ვრცელდება მე-4 პუნქტით.

  2. 29 მარ. 2018

    პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მოადგილე თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში; მე-2 პუნქტით მოადგილის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თავმჯდომარის დავალებით ასრულებს.

  3. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 3 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 25სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
  • 33რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება
  • 32¹რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 13

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 40კომიტეტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები
  • 24პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 373საქმის მომზადება სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად
  • 389სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 24უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 37კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები
  • 58დროებითი კომისიის თანამდებობის პირები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 297სააპელაციო სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37338913297253332¹243758402426
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სამოქალაქო…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026