საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კონკურსის გარეშე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • 55507.05.2013კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-74-20232023-04-0520
    კერძო საჩივარი (T4)

    რა წინაპირობებით შეიძლება ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება?

    დავა თავდაპირველად ეხებოდა სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოსარჩელემ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მოსამართლეთა დანიშვნის კანონიერება სადავოდ გახადა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არგუმენტები ვერ აკმაყოფილებდა წარმოების განახლების წინაპირობებს და მოცემულ წარმოებაში მოსამართლეთა დანიშვნის კანონიერების დამოუკიდებელი შემოწმება მის უფლებამოსილებას სცდებოდა. სასამართლომ სსსკ 419-ისა და 420-ის საფუძველზე კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა და მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  2. · გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  3. კონკურსის გარეშე გადაყვანის წესი ახლა ვადის ფარგლებში დანიშვნით შეზღუდულია მხოლოდ იმ მოსამართლისთვის, რომელიც უვადოდ არ არის დანიშნული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁰21¹³⁰11⁴63413579²344325821237
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …დანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა