Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 35

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 35. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესდება უვადოდ.

2.რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აცხადებს კონკურსს და აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დასანიშნად სათანადო პროცედურას ახორციელებს.

3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს ნიშნავს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით. მოსამართლის კონკურსით დანიშვნისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსში მონაწილე სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა) ამ კანონის 35 1 მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული (მათ შორის, არანაკლებ 2 საქმის (არსებობის შემთხვევაში) შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა). შესაფასებელი საქმეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია, შეფასდეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ცოდნის დონე, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას ასევე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა.

4.თუ მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ განწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, ამ კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა მან აღნიშნულ კანდიდატს მიმდინარე კონკურსის ფარგლებში დარჩენილ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელახლა უყაროს კენჭი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხელახალი კენჭისყრა იმართება საერთო წესით. ამასთანავე, მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის იმ ვაკანტურ თანამდებობაზე განსაწესებლად საჭირო, ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილ ყველა სათანადო მოთხოვნას (მათ შორის, მოქალაქეობის, ქმედუნარიანობის, ასაკის, განათლების, სპეციალობით მუშაობის გამოცდილების, საქართველოს სახელმწიფო ენის ფლობის შესახებ მოთხოვნებს), რომელზე დასანიშნადაც მას ხელახლა ეყრება კენჭი. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის ორგანული კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2282 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    პირველ პუნქტში 3-წლიანი განწესება ამოღებულია და მოსამართლე უვადოდ განწესდება; მე-2 პუნქტში კონკურსის გამოცხადების ვადები შეიცვალა ვაკანტური თანამდებობის არსებობით, ხოლო მაუწყებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების წინადადება ამოღებულია.

  2. 12 ივნ. 2024

    35-ე მუხლის მე-4 პუნქტში ხელახალი კენჭისყრის ფორმულირება დაზუსტდა, ხოლო კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს 34-ე მუხლის ყველა სათანადო მოთხოვნა, მათ შორის მოქალაქეობის, ქმედუნარიანობის, ასაკის, განათლების, გამოცდილებისა და სახელმწიფო ენის ფლობის შესახებ.

  3. 1 სექ. 2023· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022
  4. 13 იან. 2022

    35-ე მუხლს დაემატა 13¹ პუნქტი, რომელიც ვერგამწესებული კანდიდატისთვის მიმდინარე კონკურსში სხვა ვაკანსიაზე ხელახალი კენჭისყრის შესაძლებლობას ადგენს.

  5. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017

    35-ე მუხლში ახლებურად არის გაწერილი მოსამართლის თანამდებობის დაკავების კონკურსის წესი: გამოცხადება, რეგისტრაცია, დოკუმენტების განხილვის ვადები, შეფასების ფურცლები და კენჭისყრის პირობა. 35¹ მუხლის ტექსტის დანარჩენი ნაწილი ამავე ჩანართშია, თუმცა დიფში მხოლოდ დამატებულ ტექსტად ჩანს.

  6. 27 ივნ. 2017

    35-ე მუხლის მე-9 პუნქტს დაემატა მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების განსხვავებული შეფასების წესი და საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს წევრთა უვადოდ გამწესების წესი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 34³შემდეგი მუხლი 35¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 6 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 10 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 34მუხლი 35¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 70

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 37მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი
  • 36მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესება
  • 41მოსამართლის დაწინაურება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 22სასამართლოთა შემადგენლობა

პროკურატურის შესახებ

  • 34თანამდებობის დაკავების წესი და კრიტერიუმები
  • 13რაიონული პროკურატურები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 34მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
  • 35მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 25სასამართლოს შემადგენლობა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11⁴პირის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰⁶რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 82

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁶11⁴25223435¹70373641343534138235
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სამოქალაქო…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026