Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 37¹

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 37¹. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45

1.აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამოწვეულია რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობით ან/და განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით, ან/და გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ეს სხვა ობიექტური გარემოების არსებობის გამო აუცილებელია მართლმსაჯულების ჯეროვნად განსახორციელებლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებას სხვა სასამართლოების მოსამართლეებს წარუდგენს. თუ აღნიშნული წინადადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში რომელიმე მოსამართლე თანხმობას გამოთქვამს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით მივლინების შესახებ. ამასთანავე, ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თავისი ინიციატივით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მოსამართლე ვერ შეირჩა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით, მოსამართლის თანხმობის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) არაუმეტეს 2 წლის ვადით მივლინების შესახებ. მივლინების ვადა მოსამართლის თანხმობის გარეშე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული იმ გარემოების არსებობა, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინება ან მივლინების ვადის გაგრძელება აუცილებელი გახადა.

3.( ამოღებულია - 26.06.2025, №827 ).

3¹.ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.

4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილება მივლინებულმა მოსამართლემ შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში მისთვის ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.  გასაჩივრება აჩერებს მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მოქმედებას საკვალიფიკაციო პალატის მიერ შესაბამის საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. საკვალიფიკაციო პალატაში სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ კანონის 36 ​ 5 და 36 ​ 6 მუხლებით დადგენილი წესით. საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის განხილვის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე; ბ) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე; გ) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რითაც მივლინებასთან დაკავშირებული პროცედურა სრულდება.

5.სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს ყოველთვიურად მიეცემა თანამდებობრივ სარგოზე სამივლინებო დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის სხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინების შემთხვევაში აღნიშნული დანამატის ოდენობისა და ამ სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ჯამი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    მე-5 პუნქტში სამივლინებო დანამატის 10%-იანი მინიმალური ოდენობა ამოღებულია; ოდენობას კვლავ უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს, დანარჩენი ცვლილება ფორმულირებას ეხება.

  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    37¹ მუხლში დაემატა პუნქტი 4, რომელიც ჩამოთვლის საკვალიფიკაციო პალატის სამ შესაძლო გადაწყვეტილებას მოსამართლის მივლინების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვისას: უცვლელად დატოვება, გაუქმება საქმის დაბრუნებით, ან გაუქმება პროცედურის დასრულებით.

  3. 2 ივლ. 2025

    დაემატა 3¹ პუნქტი, რომლითაც თანხმობის გარეშე მივლინება 10 წელიწადში ერთ ჯერზეა შეზღუდული და საფუძვლების აღმოფხვრისას ვადაზე ადრე წყდება.

  4. 11 მარ. 2025
  5. 12 ივნ. 2024

    37¹ მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა მივლინების საფუძველი (გამონაკლისი შემთხვევა, სხვა ობიექტური გარემოების გამო აუცილებლობა) და გამონაკლისად დაემატა მოსამართლის საკუთარი ინიციატივა; მე-2 პუნქტში თანხმობის გარეშე გაგრძელება 1 წლამდეა და საბჭომ გარემოება უნდა დაასაბუთოს.

  6. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    37¹ მუხლის პირველ პუნქტში გადაკეთდა მივლინების საფუძვლებისა და წინადადების წარდგენის ფორმულირება, ხოლო ახალი მე-5 პუნქტი ადგენს მივლინებული მოსამართლის სამივლინებო დანამატს.

  7. 13 იან. 2022

    37¹ მუხლში გადაიწერა მივლინების წესი: თანხმობით მივლინება 5 დღიანი თანხმობის მექანიზმით, თანხმობის გარეშე — არაუმეტეს 2 წლით, 10 წელიწადში ერთხელ, და დაემატა 7 დღიანი გასაჩივრება საკვალიფიკაციო პალატაში.

  8. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 38

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 8 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • 8 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 45მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისგან
  • 36⁵საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 75¹⁴გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 65მოსამართლის ან სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა ან საქმის განმხილველი სასამართლოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრა
  • 64აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი
  • 42ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შუამდგომლობით სასამართლო განხილვის დაუშვებლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 44საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁵მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁵6465644264536⁵75¹⁴446719737¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს სისხლის სა…აჭარის ავტონომიური რეს…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 8 ნოე. 2026