Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 48¹

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 48¹. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სასწავლო პროგრამასტუდენტის უფლებებისაგანმანათლებლო ტრანზაქციებისაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობააკადემიური პერსონალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456

1.სამინისტრო თავის სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური). საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანებია: ა) საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით საჯარო სკოლებთან თანამშრომლობა; ბ) ხელშეკრულებების საფუძველზე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გ) ხელშეკრულებების საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; დ) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა; ე) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში მომუშავე ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და მათი საინფორმაციო მხარდაჭერა; ვ) კატასტროფისთვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის, ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და მათი ორგანიზება; თ) საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა; თ 1 ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობა/მხარდაჭერა; თ 2 ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროგრამების/სერვისების და პროექტების განხორციელება/განვითარება; თ 3 ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების/ადამიანური რესურსების და შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა; თ 4 ) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ფარგლებში პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია, აგრეთვე მისი, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კონსულტირება; ი) ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა.

1¹.საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით.

2.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს მინისტრი.

3.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები. აღნიშნული კურსები სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს, ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტებს. 3 ​ 1 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.

4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

5.ამ კანონის 48 1 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, ბიოფსიქოსოციალური შეფასებისთვის, ფსიქოსოციალური პრობლემების/სირთულეების პრევენციისთვის, ფსიქოთერაპიისთვის, სოციალიზაციის მხარდაჭერისთვის, რეფერირებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს  ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით და შესაბამის ვადაში.

6.ამ კანონის 48 1 მუხლის პირველი პუნქტის „თ 4 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, შეფასებისთვის, კონსულტირებისთვის, საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური პრობლემების/სირთულეების პრევენციისთვის, ტრანზიციის ხელშეწყობისთვის, რეფერირებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით და შესაბამის ვადაში. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №104 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 11 ივლ. 2018 – 15 სექ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 48²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • EdTech შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგანმანათლებლო ფრანჩაიზის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აკადემიური პერსონალის უვადო კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განათლების სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №118

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 15 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 63⁵მუხლი 63⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48³საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები
  • 48²საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
  • 48⁴საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამართლებრივი დაცვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 4სამინისტროს სისტემა
  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

პროფესიული განათლების შესახებ

  • 31პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 8საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში
  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

  • 9სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 59სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური

განათლების შესახებ

  • 15სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42311563⁵63⁷48³48²48⁴1559981748¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…საქართველოს განათლების…პროფესიული განათლების …ადრეული და სკოლამდელი …სპეციალური პროფესიული …საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026