Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 75⁷

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75⁷. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში წინასწარ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული ინფორმაციის წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, ხოლო მისი წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შეჩერდეს.

2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული საძიებო რესურსის მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4.მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.

5.დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

6.დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №57 · ძალაშია 2 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 4 აგვ. 2010 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. 13 იან. 2022

    75⁷ მუხლის პირველ პუნქტში წინასწარი შემოწმების ვადა 2 თვიდან 1 თვემდე შემცირდა; ვადის გაგრძელება (2 კვირით) და შეჩერება (შეუძლებლობისას) ახლებურად ჩამოყალიბდა.

  3. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  4. 1 მაი. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018

    75⁷ მუხლი ადგენს წინასწარი შემოწმების 2-თვიან ვადას, ახალი გარემოებების გამოყენების შესაძლებლობას და განმეორებითი დაწყების აკრძალვას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 75⁶⁹შემდეგი მუხლი 75⁷⁰

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 4 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 75⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75¹⁰დისციპლინური საქმის გამოკვლევა
  • 75¹³მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა
  • 75⁶მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება

პროკურატურის შესახებ

  • 77დისციპლინური წარმოება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 94დისციპლინური წარმოების შედეგები
  • 91დისციპლინური წარმოება
  • 88დისციპლინური წარმოების დაწყება

ადვოკატთა შესახებ

  • 35¹დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 270წინადადებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

პენიტენციური კოდექსი

  • 74დისციპლინური სამართალწარმოება

მედიაციის შესახებ

  • 15²მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის განხილვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹27075⁸75¹⁰75¹³75⁶94918877715²7475⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…ადვოკატთა შესახებსაქართველოს ადმინისტრა…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026