საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75⁸. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისთვის ამ კანონის 75 7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ეყრდნობა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი წერილობით ჩამოაყალიბოს. ეს აზრი დისციპლინურ საქმეს დაერთვება.

2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი და მიეთითოს ამ კანონის 75 1 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტი. ახსნა-განმარტების მიცემა მოსამართლის უფლებაა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2
  • №3/5/191726.03.2026განჩინება(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    ელგუჯა ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/14/169325.11.2022საოქმო ჩანაწერი(1, პირველი წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟომია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №25აგ-242024-12-1839
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნა და სასამართლოს შემადგენლობის შეუტყობინებლობის საკითხი. პალატამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულს არ მიეცა მოსამართლის აცილების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა გადასინჯვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი წარმოდგენილი არ იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლობის განჩინება უცვლელად დარჩა და საბოლოო სასჯელად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 აგვ. 2010 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    75⁸ მუხლის პირველ პუნქტში განისაზღვრა დისციპლინური დევნის დაწყების მომენტი — გადაწყვეტილების მიღება.

  2. 75⁸ მუხლის პირველ პუნქტში დისციპლინური დევნის დაწყების გადაწყვეტილებისთვის სრული შემადგენლობის 2/3-ის მოთხოვნა ამოღებულია და საკმარისია სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

  3. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3335¹11¹⁹196375¹75⁷75¹³75¹²75¹⁰7481302775⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …ადვოკატთა შესახებადვოკატთა დისციპლინური…პენიტენციური კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა