ნოტარიატის შესახებ

მუხლი 36. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის შემადგენლობა და სხდომა

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

2.თუ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებამ ზედიზედ ორჯერ არ აირჩია იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება 2 კვირის ვადაში ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს.

3.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს და არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. გამგეობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის სხდომა ტარდება, როგორც წესი, თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
92434¹34²473431372¹62119736
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს პატენტრწმუ…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა