პატიმრობის კოდექსი

მუხლი 56. პენიტენციური დაწესებულების დაცვა

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენიტენციურ დაწესებულებას იცავს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2.გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით . [ 2. (ამოღებულია - 21.09.2023, №3512) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3. გარე დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევის და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით . [ 3. (ამოღებულია - 21.09.2023, №3512) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3 1 . გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილება არ ვრცელდება დაწესებულების შიდა უსაფრთხოების სისტემაზე.

4.გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით. [ 4. (ამოღებულია - 21.09.2023, №3512) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 5. ცალკეულ შემთხვევებში სამსახურის გენერალურ დირექტორს შეუძლია სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3512 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №450აპ-232023-06-0919
    დაუშვებლობა (T5)

    სამსახურებრივი გულგრილობა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის მოთხოვნა სამსახურებრივი გულგრილობისთვის დანიშნული პირობითი სასჯელის გამკაცრების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ სასჯელი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით იყო განსაზღვრული და საკასაციო საჩივარი დასაშვებობის არცერთ საფუძველს არ ასაბუთებდა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №266აპ-232023-06-0219
    დაუშვებლობა (T5)

    სამსახურებრივი გულგრილობა და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

    პროკურორი ითხოვდა სამსახურებრივი გულგრილობისთვის დანიშნული პირობითი სასჯელის გამკაცრებას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად გათვალისწინებული გარემოება იმავდროულად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად ვერ გამოიყენება და პირობითი მსჯავრი თავისთავად არ ნიშნავს სასჯელის უსამართლობას. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა სამი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2014 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23²7 (და…30¹1868263017861145328156
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …თავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს მოქალაქეებ…