პატიმრობის კოდექსი

მუხლი 15. საცხოვრებელი პირობები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

2.1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები.

3.1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები.

4.ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.

5.ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და ხანდაზმულს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული საყოფაცხოვრებო პირობები. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3711 – ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6836 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №1005აპ-212022-06-2057
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა

    საკასაციო პალატამ განიხილა ოჯახის წევრების მიმართ მუქარისთვის მსჯავრდებული ხანდაზმული პირის სასჯელის კანონიერება და ახალი, უფრო ხელსაყრელი კანონის გამოყენება. პალატამ დაადგინა, რომ საპენსიო ასაკის პირს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ ენიშნება, ხოლო ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას მხოლოდ კანონით დადგენილი წინაპირობებით ამართლებს. ქმედება გადაკვალიფიცირდა მუქარის მუხლის მოქმედ რედაქციაზე და მსჯავრდებულს განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 აპრ. 2014 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47¹17²41423¹832 (და…5 (და…111014311115
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს ოკუპირებულ…დევნილთა საცხოვრებლით …სახელმწიფო საკუთრებაში…არასრულწლოვანთა მართლმ…ქალთა მიმართ ძალადობის…