პატიმრობის კოდექსი

მუხლი 7. პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით.

2.სამსახურის სპეციალური დანაყოფები აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.

3.სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.

4.სამსახურის ორგანიზება, ფუნქციები, უფლებები, მოვალეობები და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5.სამსახურის მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1787 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1942 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3512 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-650-20212022-01-2655
    დაუშვებლობა (T5)

    არის თუ არა სხვა პატიმრებთან ერთად ბადრაგირებაზე მსჯავრდებულის უარი თავისთავად სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი?

    მოსარჩელე მოპასუხეებისგან სესხად გადაცემული თანხის გაფლანგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. დავის საკასაციო ეტაპზე ერთ-ერთი საკითხი იყო, წარმოადგენდა თუ არა მსჯავრდებულის მიერ სხვა პატიმრებთან ერთად ბადრაგირებაზე უარის თქმა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. უზენაესმა სასამართლომ ეს პრეტენზია დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ მხოლოდ ზეპირი მითითება მაღალი რისკის პატიმრებთან ერთად გადაადგილებაზე უარის შესახებ თავისთავად არ ადასტურებს საპატიო მიზეზს. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; ძალაში დარჩა ქვემდგომი სასამართლოების აქტები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2013 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
342¹14²⁰8201616172551109617
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდაზღვევის შესახებსოციალური მუშაობის შეს…ნებაყოფლობითი კერძო პე…შეზღუდული შესაძლებლობი…სააღსრულებო წარმოებათა…